logo
ENG



NBA-ის ვიდეომიმოხილვა | ბითაძემ Utah Jazz-თან 6 წუთი ითამაშა

12 ნოე 202115:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/12/0mrut4zjswetymf.jpg

გთავაზობთ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის ყველა მატჩის საუკეთესო მომენტებს და საინტერესო ფაქტებს.

 

Utah Jazz 100 - 111 Indiana Pacers

 

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი, იუტა ჯაზს ესტუმრა და 100-111 დაამარცხა. მატჩის MVP 30 ქულით პეისერსის გამთამაშებელი მალკომ ბროგდონი გახდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე 6 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. იუტას შემადგენლობიდან კი 26 ქულით დონოვან მიჩელი, ხოლო 19 ქულითა და 11 მოხსნით რუდი გობერი გამოირჩნენ.

ინდიანა მიმდინარე სეზონში 5 გამარჯვებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო იუტა 8 მოგებითა და 4 წაგებით დასაველთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.   


საუკეთესო მომენტები:



Philadelphia76ers 109 - 105 Toronto Raptors 


ფილადელფიამ, ტორონტოს უმასპინძლა და 109-115 დამარცხდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ რეპტორსის ლიდერი, ფრედ ვანვლიტი დასახელდა. ფრედმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 32 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

კარგი შეხვედრა ჰქონდა სტუმართა მსროლელ გარი ტრენტსაც, მან 20 ქულა მიითვალა. ფილადელფიას შემადგენლობიდან კი 33 ქულით ტრეის მაქსი, ხოლო 19 ქულით ტობაიას ჰარისი გამოირჩნენ.

მასპინძლებს ტრამივს გამო გუნდის მთავარი ლიდერი, ჯეოლ ემბიდი აკლდათ.


საუკეთესო მომენტები:





Los Angeles Clippers - Miami Heat 112 : 109


ლოს ანჯელეს კლიპერსმა, მაიამი ჰიტს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 112-109 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კლიპერსის სუპერვარსკვლავი პოლ ჯორჯი დასახელდა. ჯორჯმა პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 27 ქულას, 4 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. კარგი შეხვედრა ჩაატარა მასპინძელთა გამთამაშებელმა რეჯი ჯექსონმაც, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა მოუტანა. ჰიტის შემადგენლობიდან კი 30 ქულით ბემ ადებაიო, ხოლო 25 ქულით კაილ ლოური გამოირჩნენ.

კლიპერსი მიმდინარე სეზონში 7 მოგებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკვაბეს, ხოლო მაიამი 7 გამარჯვებითა და 5 მარცხით აღმოსაველთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.


საუკეთესო მომენტები:



close დახურვა